08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
მოლდოვაში მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას არეულობა მოჰყვა

მოლდოვაში პარლამენტის მიერ ახალი კაბინეტისა და პრემიერის დამტკიცებას არეულობა მოჰყვა. რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისი გუშინ მთავრობის დამტკიცებით უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას ოპოზიციური პარტიების სახით საკანონმდებლო ორგანოში მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ, რომლებმაც ბოიკოტი გამოაცხადეს.

გვიან ღამით კი კიშინოვის ცენტრში შეკრებილმა დემონსტრანტებმა, რომლებიც ახალი მთავრობის შემადგენლობას ეწინააღმდეგებოდნენ, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. 

მომიტინგეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და გუშინდელი კენჭისყრის გაუქმებას მოითხოვდნენ. ისინი, ვინც ახალ კაბინეტს ეწინააღმდეგებიან, აცხადებენ, რომ ახლადდანიშნულ პრემიერმინისტრს მოლდოვაში ყველაზე გავლენიან ბიზნესმენთან, ვლადიმერ პლახოტნიუკთან, აქვს კავშირი.

დღის ამბები