08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
ევროპაში დანაშაულებრივი ჯგუფის 40-მდე წევრი დააკავეს

ევროპაში დანაშაულებრივი ჯგუფის 40-მდე წევრი დააკავეს, რომელთაც აფრიკის კონტინენტიდან მიგრანტები ევროპის კონტინენტზე სიცოცხლისთვის სახიფათო ნავებით გადმოჰყავდათ.

სპეცოპერაციები ერთდროულად გერმანიის 5 ქალაქსა და თურქეთში განხორციელდა.

დაჯგუფებამ ევროპის ტერიტორიაზე 1700-მდე ადამიანი გადმოიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტებს ისინი 5500 ევრომდე თანხას ართმევდნენ.

დღის ამბები