საქართველოსთან შედარებით, H1N1 ვირუსით ინფიცირების გაცილებით მეტი შემთხვევაა გამოვლენილი რეგიონის სხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, სომხეთსა და უკრაინაში.
განსაკუთრებით რთული ვითარება უკრაინაშია, სადაც ე.წ. ღორის გრიპის შედეგად უკვე 60-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 12 მათგანი პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ რეგიონებში დაიღუპა, 51 პაციენტი კი ვირუსს ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ემსხვერპლა.
ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად უკრაინაში 16 იანვრიდან ყველა სკოლა დაიხურა.