08 ოქტომბერი 2024,   14:40
ვრცლად
მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე კრიზისია - აზიის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა აქციებზე ფასების ვარდნით დაიწყო

მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე კრიზისია. აზიის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა აქციებზე ფასების ვარდნით დაიწყო. ამას წინ უძღოდა ინდექსების ვარდნა ნიუ იორკის საფონდო ბორჟაზე, სადაც დოუ ჯონსის მაჩვენებელმა 1 მთელი 56 მეასედი პროცენტით დაიწია.

კრიზისი ნავთობის ფასის ვარდნამ განაპირობა. ერთი ბარელი საწვავის ღირებულება 2003 წლის ნიშნულს მიუახლოვდა და 27 დოლარს ჩამოცდა.

კრიზისი გრძელდება რუსულ ბაზარზეც, სადაც ნავთობის გაიაფების გამო უფასურდება რუბლი. რუსეთის ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან და დოლართან მიმართებაშიც რეკორდულად დაეცა. ერთი რუბლი გუშინ 90 ევრო ღირდა.

დღის ამბები