08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
შეტაკებები მოლდოვაში - პროტესტის მიუხედავად მთავრობის ახალი შემადგენლობა მოვალეობის შესრულებას შეუდგა

მასშტაბური საპროტესტო აქციისა და შეტაკებების მიუხედავად, მოლდოვის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

მთავრობის მიერ ფიცის დადების დახურული ცერემონია გვიან ღამით პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ნიკოლაი ტიმოფტიმ პრემიერის პოსტზე დემოკრატიული პარტიის წევრი პაველ ფილიპი დაამტკიცა, მანამდე კი მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭი პარლამენტმა უყარა, რასაც არეულობა მოჰყვა.

ოპოზიციის მხარდამჭერებმა სამართალდამცველთა კორდონი გაარღვიეს და საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.

პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში სექტემბრიდან გრძელდება. ოპოზიცია ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.

დღის ამბები