08 ოქტომბერი 2024,   14:34
ვრცლად
ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობა, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინის მიერ იყო სანქცირებული - ბრიტანეთის გამოძიება

ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობა, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინის მიერ იყო სანქცირებული. ამის შესახებ ბრიტანეთის გამოძიების 300 გვერდიან დასკვნაში წერია, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

გამოძიების აზრით, რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი აგენტის სიკვდილზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება. მათივე ვერსიით, ბრალდებული ანდრეი ლუგავოი და დიმიტრი კოვტუნი უშუალოდ უშიშროების სამსახურის მითითებით მოქმედებდნენ.

ალექსანდრე ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში რადიოაქტიული ნივთიერება პოლონიუმ 210-ით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას უკვე გამოეხმაურა ლიტვინენკოს ქვრივი. მარინა ლიტვინენკოს თქმით, ის მოხარულია, რომ საქმეში პუტინის ბრალეულობა ინგლისურმა სასამართლომ დაამტკიცა.

ლიტვინენკოს ქვრივმა ასევე მოუწოდა ბრიტანეთის ხელისუფლებას, რომ ქვეყნიდან სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები გააძევოს და ოფიციალურ მოსკოვს ეკონომიკური სანქციები დაუწესოს.

დღის ამბები