ევროკომისიის მიერ ცალმხრივად მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით თბილისი ბრიუსელისგან პასუხებს ელოდება.
ევროკავშირის ელჩმა მედიის კითხვების მიუხედავად, არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობს ბრიუსელი "თვითნებურად დაკავებულებში", რომელთა გათავისუფლებასაც ევროკომისიის ახალი ანგარიშით ითხოვენ. საკითხთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ოპოზიციაში.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ ჩანაწერში გასამიჯნია, რომელ მოვლენებზეა საუბარი, თუმცა დიდი ალბათობით, ამ ანგარიშში არის საუბარი სწორედ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებზეა.
"პირველ რიგში, როდესაც პატიმრებზეა საუბარი, აქ უნდა გავმიჯნოთ - 4 ოქტომბერზეა საუბარი თუ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებზე. ძალიან დიდი ალბათობით, ამ ანგარიშში არის საუბარი სწორედ რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებზე. თუ 4 ოქტომბერზეა საუბარი, ამასაც თავად დააკონკრეტებენ. ჩვენ მათ მაგივრად ვერ ვისაუბრებთ," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.