06 ნოემბერი 2026,   13:11
ვრცლად
ძალიან ახლოს ვართ რუსეთ-უკრაინის საკითხის მოგვარებასთან. გეტყვით, რომ შეთანხმება შედგება - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის საკითხზე გარიგების მიღწევას აანონსებს. დონალდ ტრამპის თქმით, შეთანხმება შესაძლოა მთელ ევროპას შეეხოს. თეთრი სახლის ლიდერმა განცხადება ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მან დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან დახურული შეხვედრა გამართა. როგორც მედია წერს, უკრაინულ მხარესთან ტრამპს ცალკე შეხვედრა არ ჰქონია.

"ჩემი აზრით, ძალიან ახლოს ვართ რუსეთ-უკრაინის საკითხის მოგვარებასთან. გეტყვით, რომ შეთანხმება შედგება. ეს იქნება დიდი შეთანხმება, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას შეეხება, შემიძლია ვთქვა, რომ მან შესაძლოა მთელი ევროპა მოიცვას. ეს იქნება დიდი, მშვენიერი შეთანხმება და ყველა აღფრთოვანებული დარჩება", - აცხადებს დონალდ ტრამპი.

დღის ამბები