რატომ სძულთ დემოკრატებსა და "დიფ სთეითის" რადიკალებს პენტაგონის დღევანდელი საქმიანობა? - აშშ-ს ომის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პასუხი მარტივია: დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, ომის დეპარტამენტმა "დიფ სთეითის" სისტემური და ხელშეუხებელი პრინციპები სათითაოდ და დაუნდობლად დაანგრია.
ჰეგსეტის თქმით, სულ რაღაც ორ წელიწადში უწყებას დაუბრუნდა მთავარი დანიშნულება - ომის წარმოება, გაუქმდა სავალდებულო იდეოლოგიური სტანდარტები და თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ არაეფექტიანი კადრები.
ჰეგსეთის განცხადებით, მიუხედავად სისტემის შიგნიდან წინააღმდეგობისა, პენტაგონი უკან დახევას არ აპირებს - "ბრძოლა ახლა იწყება", რათა რესპუბლიკა ყველა მტრისგან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ბოლომდე იყოს დაცული.
"პრეზიდენტ ტრამპის ომის დეპარტამენტს არასდროს შეშინებია საკუთარი გზის გაკვალვის. პრეზიდენტის მსგავსად, ჩვენ უკან არ ვიხევთ და ეს განსაკუთრებით ეხება დღევანდელ ვითარებას. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, სულ რაღაც ორ წელიწადში, ომის დეპარტამენტს დავუბრუნეთ მისი მთავარი დანიშნულება - ომის წარმოება.
ჩვენ გავაუქმეთ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პოლიტიკა, თანამდებობებიდან გავათავისუფლეთ არაეფექტიანი ხელმძღვანელები, მთელ მსოფლიოში აღვადგინეთ შეკავების მექანიზმები, რეკრუტირების მაჩვენებლები ისტორიულ ნიშნულამდე გავზარდეთ და ვაძლიერებთ ჩვენს სამხედრო და თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას, რათა ის იმაზე დიდი, უკეთესი და ძლიერი იყოს, ვიდრე ოდესმე.
მაგრამ რატომ სძულთ დემოკრატებსა და "დიფ სთეითის" რადიკალებს ჩვენი საქმიანობა? იმიტომ, რომ მათი ხელშეუხებელი პრინციპები სათითაოდ და დაუნდობლად დავანგრიეთ.
გარწმუნებთ, ბრძოლა ახლა იწყება. მტკიცედ ვიდგებით, ვიბრძოლებთ და დავიცავთ ამ რესპუბლიკას ყველა მტრისგან - ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ." - აცხადებს პიტ ჰეგსეტი.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე