08 ოქტომბერი 2024,   14:38
ვრცლად
ისლამური სახელმწიფოს მორიგ თავდასხმას ეგვიპტეში 10 ადამიანი ემსხვერპლა

10 ადამიანი დაიღუპა აფეთქების შედეგად ეგვიპტის ქალაქ გიზაში. შინაგან საქმეთა უწყების ინფორმაციით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიცია ერთ-ერთ სახლში ტერორისტების დაკავების ოპერაციას ატარებდა.

ძალოვანებისთვის ცნობილი იყო, რომ ბინაში ასაფეთქებლები ინახებოდა და ერთ-ერთი ბომბი გაუვნებელყოფის დროს აფეთქდა. დაღუპულთა შორის 7 სამართალდამცველი და 3 ადგილობრივია. საავადმყოფოში 13 ადამიანია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა უწყებაში აცხადებენ, რომ ბინა "ძმები მუსლიმების" მებრძოლებს ეკუთვნოდათ, თუმცა აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო.

დღის ამბები