08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
თურქეთში მეორე დღეა გადაუღებლად თოვს

დიდთოვლობის გამო თურქეთის რამდენიმე რეგიონში სასწავლო პროცესი შეწყდა. ანკარასა და მის შემოგარენში უკვე მეორე დღეა გადაუღებლად თოვს და ძლიერი ყინვაა. გზის გამწმენდი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა გზები ისევ ითოვება და იყინება.

უსაფრთხოების მიზნით განათლების უწყებამ სკოლების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. დიდთოვლობამ სატრანსპორტო შეფერხებებიც გამოიწვია. ანკარას აეროპორტმა ასობით ფრენა გააუქმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები