08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
შეერთებული შტატები ძლიერი შტორმისთვის ემზადება

ატლანტის სანაპირო ზონას დიდთოვლობა და ქარიშხალი ემუქრება. მეტეოროლოგების პროგნოზით, აღმოსავლეთ სანაპიროზე რეკორდული ნალექი და ძლიერი ქარბუქია მოსალოდნელი, ქარის სიჩქარე საათში 80 კილომეტრს მიაღწევს.

მოსალოდნელი სტიქიის გამო ნიუ–იორკის, ფილადელფიისა და მასაჩუსეტსის შტატებში ავიაკომპანიებმა ათასობით რეისი გააუქმეს, შეფერხდება სარკინიგზო და საავტომობილი მიმოსვლაც.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მეტად სტიქია ვაშინგტონს დააზარალებს.

დღის ამბები