08 ოქტომბერი 2024,   14:41
ვრცლად
სასჯელაღსრულების მინისტრი ბრიტანეთის ელჩს სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა

სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე და გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა და სასჯელაღსრულების მინისტრმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, საგანმანათლებლო და პენიტენციური ჯანდაცვის პროგრამებზე, ასევე, სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ მსჯავრდებულთა დასაქმების პერსპექტივებზე.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

"მოგეხსენებათ, რომ სისტემაში მუდმივად ტარდება რეფორმები და ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ბრიტანეთის მაგალითი, იგივე კერძო ციხეების პრაქტიკასთან დაკავშირებით, პატიმრების დასაქმებასთან დაკავშირებით", - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა.

დღის ამბები