08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე მეორე ვადით იყრის კენჭს

კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე მეორე ვადით იყრის კენჭს. მან განცხადება ამის შესახებ დავოსში გააკეთა.

ლაგარდის უფლებამოსილება 5 ივლისს იწურება. კანდიდატების წარდგენის პროცესი კი ორგანიზაციაში 20 იანვრიდან დაიწყო.

ლაგარდის მეორე ვადით არჩევას მხარი დაუჭირეს ანგელა მერკელმა, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის ლიდერებმა. მიუხედავად იმისა, რომ ლაგარდი საფრანგეთის სასამართლოში სკანდალურ საქმეზეა დაბარებული, მას ფრანსუა ოლანდის მხარდაჭერაც აქვს.

დღის ამბები