თბილისის მერი კახა კალაძე მერაბ დვალიშვილის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება - არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში.
"მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება - არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში. ეს არის სრულად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი!
მერაბ, შენ გვერდით ვართ!
საბა ლაზიშვილი, მაგარი კაცი ხარ" - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
UFC-ის ქართველ მებრძოლს აბუ-დაბიში სასტუმროს ფოიეში, ინტერვიუს დროს დაესხნენ თავს. დვალიშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელებს შორის იყო უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა - დაახლოებით 20 ადამიანი.