14 ნოემბერი 2026,   12:41
ვრცლად
დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: როგორც ნიურნბერგის პროცესზე ვერ დაიძვრინეს ნაცისტმა დამნაშავეებმა თავი, ისე ვერ დაიძვრენენ ქართული ნიურნბერგის პროცესზე თავს

ადამიანის უფლებების შელახვა, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი, საკუთრების უფლების ხელყოფა - მტკიცებულებების სია ვრცელია. ოთხი დღე, ხუთი მოპასუხე და უარყოფით მხილებული სისტემური დანაშაული.

"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების მიერ ჩადენილი დანაშაული პარტიას არ ეხება. თუმცა, პარტიის წევრები ვერ უარყოფენ დანაშაულების ნამდვილობას, რაც კონსტიტუციურ სარჩელშია თავმოყრილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს იმის მცდელობაც ჰქონდათ, რომ უკვე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში ძალადობრივი აქციების ორგანიზება და განხორციელება გამოხატვის თავისუფლებად წარმოეჩინათ. მათ შორისაა 4 ოქტომბრის მოვლენები. თუმცა, "ქართული ოცნების" სარჩელში მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე დასმულმა კითხვებმა, ეს მცდელობაც წარუმატებელი გახადა.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" პასუხები კითხვებზე მხოლოდ ერთ რამეს მოწმობს - უპირატესობა "ქართული ოცნების" სარჩელის მხარესაა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, როგორც ნიურნბერგის პროცესზე ვერ დაიძვრინეს ნაცისტმა დამნაშავეებმა თავი, ისე ვერ დაიძვრენენ თავს ქართული ნიურნბერგის პროცესზე.

"იყო სასაცილო მცდელობა თავი დაეძვრინათ ისეთი მოცემულობისგან, რაც მთელმა საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა, ძალადობრივი მცდელობები პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის, პარლამენტში შეჭრის, უშუალოდ განვითარებული პროცესები თბილისის ქუჩებში, იმდენად ლაბირინთულ, გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, რომ საკუთარმა ბელადმაც კი პრაქტიკულად უარი თქვა მათზე, მაგრამ როგორც ნიურნბერგის პროცესზე ვერ დაიძვრინეს ნაცისტმა დამნაშავეებმა თავი, ისე ვერ დაიძვრენენ ქართული ნიურნბერგის პროცესზე და მათ საზოგადოება, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, დიდი იმედი გვაქვს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას გამოუტანს და ისინი ქართული პოლიტიკური სივრციდან გავლენ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები