08 ოქტომბერი 2024,   14:37
ვრცლად
სროლა კანადის სკოლაში - არიან დაღუპულები

სროლა კანადის სკოლაში. თავდასხმა ქვეყნის დასავლეთით მდებარე პატარა ქალა ლა ლოჩეში მოხდა. შეიარაღებულმა მოზარდმა ჯერ სახლში ორი ძმა მოკლა, შემდეგ კი სასწავლო დაწესებულებაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. სროლას აქ ორი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ორი კი მძიმედ დაიჭრა.

ერთ–ერთი გარდაცვლილი ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის შვილია, რომელიც სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს, სკოლის მოსწავლეები კი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარს დავოსიდან კანადის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და მას საშინელი კოშმარი უწოდა.

დღის ამბები