08 ოქტომბერი 2024,   14:34
ვრცლად
ვაშინგტონმა რუს დიპლომატებს აკრედიტაცია შეუჩერა

ოფიციალურმა ვაშინგტონმა ქვეყანაში რუსეთის 6 საპატიო კონსულიდან 5–ს აკრედიტაცია შეუჩერა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, საკონსულოების დახურვის გადაწყვეტილება ოფიციალური მოსკოვის მიერ რუსეთში ამერიკის დიპლომატიურ საქმიანობაში ჩარევის საპასუხოდ მიიღეს.

აშშ-ში ასეთად  მოსკოვში ამერიკული ცენტრისა და მისი 28 ფილიალის დახურვა მიაჩნიათ.

ვაშინგტონი რუსეთს დიპლომატიური უწყებების თანამშრომელთა შევიწროებაშიც ადანაშაულებს.

რუსეთმა აშშ-ის გადაწყვეტილება უკვე დაგმო და მას "არაადექვატური" უწოდა. 

დღის ამბები