16 ნოემბერი 2026,   11:48
ვრცლად
დღეს დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში. მაკა ბოჭორიშვილი აქ პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევით იმყოფება. ეს არის ახალი ეტაპი ორმხრივ ურთიერთობებში - ვარლამ ავალიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარის სახელმწიფოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე კატარის სახელმწიფოს ხელისუფლებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

კატარში საქართველოს ელჩის, ვარლამ ავალიანის განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილის კატარში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალ ეტაპს წარმოადგენს.

ელჩის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში ინვესტირებით არიან დაინტერესებულნი. 

"დღეს დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში. მაკა ბოჭორიშვილი კატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევით იმყოფება აქ.

ეს არის ახალი ეტაპი ორმხრივ ურთიერთობებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დღესვე ექნება შეხვედრები კატარის ბიზნესმენთა ფედერაციის წარმომადგენლებთან და იმ პირებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კატარული ინვესტიციები ქვეყანაში შემოსვლას დაიწყებს უკვე მომდევნო წლიდან", - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარში ვარლამ ავალიანი.

დღის ამბები