16 ნოემბერი 2026,   12:03
ვრცლად
მიუხედავად ყველაფრისა, მზაობას გამოვხატავთ, რომ აუცილებელია ევროკავშირთან დიალოგი, მაგრამ ვხედავთ, რომ მათი შანტაჟის ენა, ეს ხელის გადაგრეხვის პრინციპი არ იცვლება - ირაკლი ჭეიშვილი

დღეს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის, დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს

"საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის", - განაცხადეს საგარეო უწყებაში.

ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების ფორუმი და დაკავშირებადობის მინისტერიალი დღეს იმართება.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჭეიშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის შანტაჟის ენა არ იცვლება, საქართველო რჩება დიალოგის სურვილის რეჟიმში.

"მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვრჩებით დიალოგის რეჟიმში, მზაობას გამოვხატავთ, რომ აუცილებელია ჩვენსა და ევროკავშირს შორის დიალოგი, მაგრამ ვხედავთ, რომ სახეს არ იცვლის ევროკავშირი, მათი შანტაჟის ენა არ იცვლება. ეს ხელის გადაგრეხვის პრინციპი არ იცვლება. იმ ფონზე არ ვღებულობთ მოწვევას, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს პარტიების აკრძალვის და ამაზე ვლაპარაკობთ სწორედ, რომ ეს არის არასწორი მიდგომა ევროკავშირის", - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.

დღის ამბები