08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
ჯოზეფ ბაიდენმა თურქეთში ლურჯი მეჩეთი მოინახულა

შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით სტამბოლში იმყოფება.

ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე ჯოზეფ ბაიდენმა, მეუღლესთან ერთად, თურქეთის ყველაზე ცნობილი სალოცავი, ლურჯი მეჩეთი, მოინახულა.

დღეს კი ის მოლაპარაკებებს ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ–მინისტრთან გამართავს.

გავრცელებული ცნობით, რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან და აჰმედ დავითოღლუსთან შეხვედრის დროს განხილვის მთავარი თემა სირიის საზღვართან უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ქურთი მებრძოლების როლი იქნება. 

დღის ამბები