08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
ვაშინგტონსა და აშშ-ის 6 რეგიონში ძლიერი თოვლია მოსალოდნელი

შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი ქარბუქი უახლოვდება. 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სინოპტიკოსების ვარაუდით, სტიქია ყველაზე მეტად ვაშინგტონს დააზარალებს, სადაც რეკორდული რაოდენობის ნალექი და თოვლია მოსალოდნელი.

ხელისუფლებამ უკვე გააფრთხილა 50 მილიონზე მეტი მოსახლე, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში სახლებიდან გასვლისგან თავი შეიკავონ.

არის მსხვერპლიც. უამინდობის შედეგად გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების დროს 8 ადამიანი დაიღუპა.

შტორმის გამო გადაიდო 6 ათასზე მეტი რეისი, ერთი კვირით დაიხურა ვაშინგტონის სატრანსპორტო სისტემაც. სუპერმარკეტებში კი უკვე პროდუქტის დეფიციტია.

დღის ამბები