08 ოქტომბერი 2024,   14:38
ვრცლად
დავოსში უსაფრთხოების დამცველი სამხედროები ნარკოტიკების მოხმარებაში ამხილეს

სამხედროები, რომლებიც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე უსაფრთხოებას იცავდნენ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო დაითხოვეს.

ანალიზებმა აჩვენა, რომ 12 ჯარისკაცი მარიხუანას მოიხმარდა. 5 მათგანს სისხლში კოკაინის კვალიც აღმოაჩნდა, ერთს კი 3 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ტარება დაუდგინდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, დანარჩენი სამხედროების მიმართ კი დისციპლინური ზომების მიღება იგეგმება.

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სულ 4 ათას 500 ჯარისკაცია მობილიზებული. 

დღის ამბები