08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
ბრიტანეთი ლიტვინენკოს მკვლელობის საქმესთან დაკავშირებულთა შავი სიის გამოქვეყნებას გეგმავს

დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა, იმ ადამიანების "შავი სია" გამოაქვეყნოს, რომლებსაც ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ.

გამოცემა გარდიანის ცნობით, მომავალ კვირაში ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლიტვინენკოს ქვრივს ხვდება, რომელიც ოფიციალური ლონდონისგან კონკრეტული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.

ორი დღის წინ ბრიტანულმა სასამართლომ რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი აგენტის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო დასკვნა გამოქვეყნდა, რომელშიც დანაშაულთან ვლადიმერ პუტინის კავშირი არ იყო გამორიცხული.

დღის ამბები