08 ოქტომბერი 2024,   14:41
ვრცლად
აშშ-ში უამინდობას 9 მოქალაქე ემსხვერპლა

შეერთებული შტატებში უამინდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 9–მდე გაიზარდა, საგანგებო მდგომარეობა კი უკვე 10 შტატში გამოცხადდა.

ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონები ბოლო ასწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერ ქარბუქს ებრძვიან. ვარაუდობენ, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

რეკორდული რაოდენობის ნალექსა და თოვლს ელოდებიან ვაშინგტონშიც, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა კვირის ბოლომდე შეჩერდა. გადაიდო 7 ათასზე მეტი რეისიც.

ხელისუფლებამ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სტიქიის ზონაში მცხოვრები 50 მილიონზე მეტი ადამიანი გააფრთხილა და მომდევნო დღეების განმავლობაში სახლებიდან გასვლისგან თავის შეკავება ურჩია.

დღის ამბები