08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
მიგრანტები ფრანგულ პორტში შეიჭრნენ და ბრიტანულ გემზე ასვლა სცადეს

ახლო აღმოსავლეთიდან დევნილი არალეგალები ყველა ხერხს იყენებენ ევროპაში მოსახვედრად.

მიგრანტების 200 კაციანი ჯგუფი საფრანგეთის ქალაქ კალეს პორტში შეიჭრა და ბრიტანულ ხომალდზე ასვლა სცადა.

ეკიპაჟის განცხადებით, 50–მდე არალეგალმა ბორანზე ასვლა მოახერხა და მის დატოვებაზე უარს აცხადებდა. ეკიპაჟმა საფრანგეთის ხელისუფლებას ვითარების დარეგულირება მოსთხოვა.

ადგილზე სამართალდამცველების მისვლის შემდეგ არალეგალების ნაწილი ბორანიდან ჩამოვიდა. მომხდარის გამო ლა მანშის სრუტეში სანაოსნო მიმოსვლა 2 საათით შეწყვეტილი იყო.

დღის ამბები