08 ოქტომბერი 2024,   14:36
ვრცლად
ბრძოლა ISIS-ის წინააღმდეგ - აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი თურქეთში შეხვედრებს მართავს

შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი თურქეთში ვიზიტს განაგრძობს. ჯო ბაიდენმა უკვე გამართა შეხვედრები ქვეყნის პრემიერთან და პრეზიდენტთან.

მოლაპარაკების მთავარი თემა სირიასა და ერაყში ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა გახდა.

შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა და ვაშინგტონი მზად არიან პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრაზე იმსჯელონ.

ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატების მთავარი მიზანი ISIS-ის განადგურებაა. რაც შეეხება ქურთ სეპარატისტებს - ბაიდენის თქმით, ქურთთა მუშათა პარტია რიგითი ტერორისტული ორგანიზაციაა და ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს ანკარასთვის, როგორც ჯიჰადია.

 

დღის ამბები