08 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
აშშ-ში დიდთოვლობის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

შეერთებულ შტატებში დიდთოვლობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18–მდე გაიზარდა. მათი უმეტესობა ავარიების შედეგად დაიღუპა.

რეკორდული ნალექისა და ქარბუქის გამო ექვს შტატში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, მათ შორის ნიუ–იორკშიც.

მეგაპოლისის მცხოვრებლებს დიდთოვლობის გამო ავტომობილებით მგზავრობა აეკრძალათ. შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლაც. მოძრაობა შეფერხებულია ვაშინგტონშიც. გაუქმდა 5 ათასამდე ავიარეისი.

სტიქიამ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის გეგმებიც შეცვალა. ეშტონ კარტერის თვითმფრინავი მერილენდის ბაზაზე უნდა დაშვებულიყო, თუმცა უამინდობის გამო ლაინერი ვერ დასვეს და ტამპაში გადაამისამართეს.

ბალტიმორში ძლიერი ქარბუქის გამო აეროპორტი დაიხურა. შტორმმა 85 მილიონამდე ამერიკელი დააზარალა, რაც ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედს შეადგენს. ექსპერტების გათვლებით, ზარალი მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

დღის ამბები