08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
სირიის არმიამ ლატაკიას რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვან 2 დასახლებაზე კონტროლი აღადგინა

სირიის არმიამ ლატაკიას რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვან 2 დასახლებაზე კონტროლი აღადგინა.

საუბარია ქალაქ არ–რაბიაზე და დასახლება არ–რაუდაზე.

ადგილზე მომუშავე დამკვირვებლების განცხადებით, შეტევა არ–რაბიაზე სირიის სამთავრობო ძალებმა რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით დაიწყეს.

მათივე ცნობით, აქამდე ქალაქს მეამბოხეები აკონტროლებდნენ. მოსკოვში დღესაც კატეგორიულად უარყოფენ დასავლეთში გამოთქმულ ბრალდებებს, რომლის თანახმადაც რუსეთის ავიაცია ასადის რეჟიმის მხარდაჭერის მიზნით სირიელი მეამბოხეების პოზიციებს ბომბავს.

რუსეთში ირწმუნებიან, რომ ავიაცია სირიაში მხოლოდ ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის.

დღის ამბები