08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
სირიის არმიამ ქალაქ შეიხ-მისკინზე კონტროლი დაიბრუნა

სირიის არმიამ პროვინცია დერააში მდებარე ერთ-ერთ სტრატეგიულ ქალაქ შეიხ-მისკინზე კონტროლი დაიბრუნა. ქალაქის მისადგომებთან კი ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება.

ინფორმაცია მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. ბაშარ ასადის წარმომადგენლების თქმით, ქალაქი შეიხ-მისკინი ისლამური სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტია, რადგან სწორედ ის აკავშირებს პროვინციის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს და დამასკოსკენ მიმავალ გზაზე კონტროლს უზრუნველყოფს.

შეიხ მისკინზე შეტევა სამთავრობო ძალებმა რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით განახორციელეს.

სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ბომბავს რუსული ავიაცია ქალაქს. ადგილზე მომუშავე დამკვირვებლების ინფრომაციით, იერიშების შედეგად ათობით ადამიანია დაღუპული, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

დღის ამბები