08 ოქტომბერი 2024,   14:35
ვრცლად
"პუტინი მათ ეხმარება, ვინც მას მოემსახურება," - ადამ შუბინი

ამერიკა პირველად აცხადებს ღიად, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა კორუფციულ გარიგებებში იყოს ჩართული.

განცხადება BBC-თან ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტერორიზმთან ბრძოლისა და ფინანსური დაზვერვის სფეროში - ადამ შუბინმა გააკეთა.

მისი თქმით, ვაშინგტონში უკვე “დიდი ხანია იციან რუსეთის პრეზიდენტის კორუფციულ გარიგებებთან კავშირის შესახებ.”

"ჩვენ ვნახეთ, როგორ ამდიდრებს ის თავის მეგობრებსა და მოკავშირეებს და თავისი მოწინააღმდეგეების მარგინალიზაციას ახდენს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სფეროზეა საუბარი- ენერგორესურსებზე თუ სახელმწიფო კონტრაქტებზე. პუტინი მათ ეხმარება, ვინც მას მოემსახურება," - განაცხადა შუბინმა.

ამ განცხადებას ვლადიმერ პუტინის სპიკერმა აბსურდი უწოდა. 

დღის ამბები