08 ოქტომბერი 2024,   14:39
ვრცლად
სიდნეის ერთერთ ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა

სიდნეის ერთერთ ცათამბჯენში სტუმრების ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი ხანძარი გახდა, რომელიც შების პირველ სართულზე მდებარე პრესტიჟულ რესტორანში გაჩნდა.

მაშველების ინფორმაციით, ცეცხლი სამზარეულოში გაჩნდა და მალევე გავრცელდა. ხანძარმა შენობის რამდენიმე სართული დააზიანა.

ხანძრის ჩასაქრობად მაშველებს 2 საათზე მეტი დრო დასჭირდათ. მათი განცხადებით, ძლიერი კვამლის მიუხედავად, არავინ დაშავებულა.

დღის ამბები