08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
ბრაზილიაში ზიკას ვირუსის მილიონ ნახევარი შემთხვევა გამოვლინდა

სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ვირუსი ზიკათი დაავადებული ადამიანების რაოდენობა იზრდება. ბრაზილიაში ამ დროისთვის მილიონ ნახევარი შემთხვევაა გამოვლენილი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია ქვეყნის ჩრდილოეთში, სადაც ვირუსის გამო 4 ათასი ახალშობილი მოკროცეფალიითაა დაავადებული.

რიო დე ჟანეიროს მერიის გადაწყვეტილებით, დეზინფექცია ჩაუტარდა სამბადრომს, სადაც ერთ კვირაში სამბას კარნავალია დაგეგმილი. 

დაავადების ორი შემთხვევა დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

დღის ამბები