08 ოქტომბერი 2024,   14:36
ვრცლად
ბრაზილიაში ციხიდან 100 პატიმარი გაიქცა

100 პატიმარი გაიქცა ციხიდან ბრაზილიის ქალაქ რესიფიში. მათ ციხის კედლის აფეთქება მოახერხეს. 2 გაქცეული პოლიციასთან ორმხრივ სროლას ემსხვერპლა.

ციხის ადმინისტრაცია ამბობს, რომ 40 მსჯავრდებული უკვე დააბრუნეს საკნებში, დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ.

უცნობია, როგორ მოხვდა ციხის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა და ვინ იყო გაქცევის ორგანიზატორი.

დღის ამბები