08 ოქტომბერი 2024,   14:41
ვრცლად
დონალდ ტრამპი Fox news-ზე დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს

დონალდ ტრამპი Fox news-ზე დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს. განცხადება რესპუბლიკელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა აიოვაში, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გააკეთა.

” მონაწილეობა უკვე ექვს დებატებში მივიღე და ყველა მათგანი მოვიგე,”- განაცხადა ტრამპმა. თუმცა, ადგილობრივი მედია წერს, რომ Fox news-თვის უარის თქმის მიზეზი ჟურნალისტის, მეგინ კელისადმი კანდიდატის დამოკიდებულებაა.

დონალდ ტრამპი ღიად ამბობს, რომ კელი არ მოსწონს და მას სუბიექტურობაში ადანაშაულებს.

დღის ამბები