08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
დაღესტანში რუსმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს - მოკლულია ერთი მებრძოლი

დაღესტანში რუსმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და ერთი მებრძოლი მოკლეს. ანტიტერორისტულ კომიტეტში აცხადებენ, რომ შეიარაღებული პირი ბოტლიხის რეგიონში, სოფელ ანდის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს აფარებდა თავს, რომელიც სპეცრაზმელებმა ორმხრივი სროლის შემდეგ, ყუმბარმტყორცნით ააფეთქეს.

მოგვიანებით, ნანგრევებში მებრძოლის ცხედარი იპოვეს. უსაფრთხოების მიზნით სპეცოპერაციის დაწყებამდე, ახლოს მდებარე შენობებიდან ადგილობრივი მცხოვრებლები გაიყვანეს და კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადეს.

მოკლული მებრძოლის ვინაობა არ სახელდება. 

დღის ამბები