08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე კარლ ლაგერფილდმა ორიგინალური ჩვენება მოაწყო

პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე კარლ ლაგერფილდმა ორიგინალური ჩვენება მოაწყო. CHANEL-ის სახლის დიზაინერმა ამჯერად აქცენტი ბუნებაზე გააკეთა და დარბაზში ხის სახლი დადგა, რომლის წინ ბაღი იყო მოწყობილი. დეფილე სწორედ ამ ბაღში გაიმართა.

ლაგერფილდმა ტრადიციას არ უღალატა და ჩვენებაზე კლასიკური სტილის, ღია ფერის კოსტიუმები წარადგინა. დიზაინერმა თხელი ქსოვილისგან შეკერილ ტანზე მომდგარ კაბებს ტვიდის პიჯაკები და ბრტყელი ქამრები შეუხამა.

ორიგინალური იყო შოუს დასასრულიც. მოდელები მაყურებლის წინაშე უკვე სამსართულიანი ხის სახლიდან პოზირებდნენ.

დღის ამბები