08 ოქტომბერი 2024,   14:41
ვრცლად
რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი - Human Rights Watch-ი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მთავრობის ზეწოლაზე საუბრობს

Human Rights Watch-ის ყოველწლიური ანგარიში 659 გვერდიანია. დოკუმენტი 2015 წელს მსოფლიოს 90 ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს მოიცავს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ უამრავ სახელმწიფოში ხორციელდება მთავრობის მზრიდან ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე. ავტორები ამ კუთხით არსებულ ვითარებას ჩინეთში, რუსეთსა და თურქეთში გამოყოფენ. ანგარიშის თანახმად, აქტივისტები რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობენ, ხშირ შემთხვევაში საპატიმროებში ხვდებიან.

დოკუმენტში საუბარია მიგრანტების კრიზისზეც. ავტორთა შეფასებით, დევნილების მიღების შემდეგ ევროპაში პოპულისტური პოლიტიკური პარტიების მხრიდან ანტიმუსლიმური შინაარსის გამონათქვამებმა იმატა.

დღის ამბები