08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
Samsung-ი და Apple-ი 2016 წელს გაყიდვების შემცირებას ვარაუდობენ

მსოფლიოს ორი გიგანტი კომპანია 2016 წელს სმარტფონების გაყიდვების შემცირებას ვარაუდობს. შემცირების ერთერთი მიზეზი, სავარაუდოდ, ბაზარზე არსებული კონკურენციაა. Samsung-სა და Apple-ს კონკურენციას ჩინური კომპანიები Xiaomi და Huawei უწევენ.

Samsung Electronics-ის ცნობით უკვე 40 პროცენტით არის შემცირებული მისი შემოსავლები 2015 წლოს ბოლო კვარტალში, რაც დაახლოებით 2.7 მილიარდი დოლარია.  

2007 წლის შემდეგ პირველად შემცირდება Apple-ის gayidvebi. ამერიკულმა გიგანტმა განაცხადა, რომ სავარაუდო შემოსავალი წლის პირველ კვარტალში 50-დან 53 მილიარდ დოლარამდე იქნება, ნაცვლად 58 მილიარდი დოლარისა.

დღის ამბები