08 ოქტომბერი 2024,   14:36
ვრცლად
ყინვა ბაქოში - ბაქოს ცენტრში პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობა

გაუსაძლისი ყინვაა ბაქოში. დიდთოვლობის შემდეგ აზერბაიჯანის დედაქალაქში წვიმა მოვიდა და 7 გრადუსით დაეცა ჰაერის ტემპერატურაც, რის გამოც გზები მოიყინა.

ბაქოს ცენტრში პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობა. გახშირდა ავარიებიც. თუმცა, ავტოსაგზაო შემთხვევებს მსხვერპლი არ მოყოლია. ხელისუფლება მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ძლიერი ყინვა და ქარბუქია მოსალოდნელი რეგიონებშიც. უამინდობის გამო შეფერხებით მუშაობს აეროპორტები. თურქეთიდან ბაქოს მიმართულებით რამდენიმე რეისი გადაიდო.

დღის ამბები