08 ოქტომბერი 2024,   14:39
ვრცლად
"ფემენის" აქტივისტები საფრანგეთში ირანის პრეზიდენტის ვიზიტს აპროტესტებენ

ფემენის აქტივისტები საფრანგეთში ირანის პრეზიდენტის ვიზიტს აპროტესტებენ. მოძრაობის წევრებმა ეიფელის კოშკის მახლობლად მდებარე ხიდზე ჩამოხრჩობის ინსცენირება მოაწყვეს და გიგანტური პლაკატი გამოფინეს წარწერით -  თავისუფლების ჯალათი.

ამ ფორმით ფემინისტებმა ირანში სიკვდილით დასჯის ხშირი შემთხვევები გააპროტესტეს. მათ ასევე მოუწოდეს საფრანგეთის ლიდერს, რომ ირანელ კოლეგასთან შეხვედრის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხი წამოწიოს.

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი პარიზში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მოლაპარაკებების დროს ის რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას გააფორმებს.

დღის ამბები