08 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
დედამ შვილს სცემა რუსეთის ერთერთ ქალაქში - სამართალდამცავებმა ბავშვი ოჯახში დატოვეს

რუსეთის ქალაქ ლაბიტნანგში დედამ შვილს სასტიკად სცემა. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იტყობინებიან ინციდენტი სავაჭრო ცენტრში მოხდა, სადაც მომხდარი კამერებმა გადაიღო. შენობაში ბავშვის ცემის შემდეგ, დედამ ის ქუჩაში გააგდო.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, მომხდარის მიზეზი ისაა, რომ მთავრობა დედას ბავშვზე ფულად დახმარებას არ უხდის.

შემთხვევა 10 ნოემბერს მოხდა, ვიდეო კი მალევე გავრცელდა, თუმცა სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ.  

პოლიციამ ცემის ფაქტზე საქმე აღძრა, თუმცა ბავშვი ისევ ოჯახში დატოვა, რადგან ბავშვის მამას პრეტენზია არ ჰქონდა. 

დღის ამბები