08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
ირანის პრეზიდენტი დასავლეთს ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარებას ჰპირდება

ირანის პრეზიდენტი დასავლეთს ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარებას ჰპირდება.

განცხადება ამის შესახებ ჰასან როუჰანიმ ფრანსუა ოლანდთან შეხვედრაზე გააკეთა. მოლაპარაკების მთავარი თემა გლობალური ტერორიზმი და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

ირანის ლიდერს მიაჩნია, რომ სირიის 5 წლიანი კრიზისზე პასუხისმგებლები არა ბაშარ ალ ასადი, არამედ სუნიტი მებრძოლები და მათი მხარდამჭერები არიან, რომლებიც მათ იარაღს აწვდიან და ტერორისტებისგან ნავთობს ყიდულობენ.

შეხვედრაზე ფრანსუა ოლანდთან საუბარი ბირთვულ შეთანხმებასაც შეეხო.

ჰასან როუჰანიმ პირობა დადო, რომ თეირანი სრულად შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს და შეთანხმების ხელმომწერი სხვა მხარეებისაგანაც იგივეს ელოდება.

დღის ამბები