08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
პარიზის დისნეილენდთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა პარიზის დისნეილენდთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიები და ყურანი აღმოაჩნდა. ეჭვმიტანილი ძალოვანებმა სასტუმრო ნიუ-იორკის შესასვლელთან აიყვანეს, სადაც მას ოთახი ჰქონდა დაჯავშნილი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ეჭვმიტანილმა მეტალო-დეტექტორი გაიარა. მედიის ცნობით, დაკავებული 28 წლის ახალგაზრდაა და ის დისნეილენდში შესვლას მეგობარ გოგოსთან ერთად აპირებდა.

როიტერის ცნობით, მის მეწყვილეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ საქმე ტერორიზმის მუხლით ჯერ არ აღძრულა. დაკავებულმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ იარაღი მას თავდაცვის მიზნით სჭირდებოდა.

დღის ამბები