08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
პოლონეთის საგარეო უწყებაში ფიქრობენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა კატასტროფით დასრულდა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა კატასტროფით დასრულდა.

პოლონური რადიოს ცნობით, განცხადება ამის შესახებ ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

პროგრამის წარუმატებლობის მიზეზად პოლონელ დიპლომატს ის მიაჩნია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივასთან დაკავშირებით ილუზია შეუქმნა.

პროგრამაში საქართველოსთან ერთად სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა მონაწილეობენ. 

დღის ამბები