08 ოქტომბერი 2024,   14:38
ვრცლად
ლავროვმა კერისთან პუტინის მიმართ არსებულ კორუფციულ ბრალდებებზე ისაუბრა

მოსკოვი ვლადიმერ პუტინის მისამართით ვაშინგტონში გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს.

რუსეთის პრეზიდენტის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის თემა სერგეი ლავროვმა ჯონ კერისთან სატელეფონო საუბარში წამოწია და გაკეთებული განცხადებების გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის მოადგილისა და თეთრი სახლის წარმომადგენლის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს "გამოგონილი" და "უსაფუძვლო" უწოდა.

სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მსგავსი ბრალდებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო ძაბავს და ამაზე სრული პასუხისმგებლობა ვაშინგტონს დააკისრა.

დღის ამბები