ჟენევაში სირიის კრიზისთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქვეყნის ოპოზიციაც ჩაერთვება.
უკვე ადგილზე იმყოფება სირიის ხელისუფლების დელეგაციაც, რომლის წევრებსაც გაეროს სპეციალური წარმომადგენელი შეხვდა.
მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება, დელეგაციებს შორის შუამავალი კი გაეროს წარმომადგენლები იქნებიან.
სირიაში 5-წლიან სამოქალაქო ომს 250 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 11 მილიონზე მეტს კი საცხოვრებელის მიტოვება მოუწია.