08 ოქტომბერი 2024,   14:34
ვრცლად
პრორუსულმა ძალებმა უკრაინის პოზიციები 24 საათის განმავლობაში 38-ჯერ დაბომბეს

მიმდინარე დღე-ღამის განმავლობაში პრორუსულმა ძალებმა დონბასში უკრაინის პოზიციები 38-ჯერ დაბომბეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის შეარაღებული ძალები ავრცელებს.

გავრცელებულ პრეს-პელიზში მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არაფერია ნათქვამი.

ანტიტერორისტული ოპერაციის შეიარაღებული ძალების განცხადებაში წერია, რომ 30 იანვრის დილის 6 საათის მონაცემებით, პრორუსულმა ძალებმა დონეცკში უკრაინის პოზიციები 38-ჯერ დაბომბეს.

„სიმშვიდე არ იყო ასევე მაიორსკთან, სადაც მტერმა სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნები გამოიყენა,“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაიბომბა მარიუპოლიც, სადაც პრორუსულმა ძალებმა ნაღმტყორცნები გამოიყენეს. 

დღის ამბები