08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
ჩინეთში 36-დღიანი ოპერაციის შემდეგ მაღაროში ჩარჩენილი კიდევ 4 ადამიანი გადაარჩინეს

36-დღიანი ოპერაციის შემდეგ ჩინელმა მაშველებმა მაღაროში ჩარჩენილი კიდევ ოთხი ადამიანი გადაარჩინეს. მაღაროელების ზედაპირზე ამოყვანა სპეციალურად დამზადებული კაფსულით გახდა შესაძლებელი.

მაშველები ამ დრომდე ეძებენ 13 ადამიანს, რომლებიც თითქმის ერთი თვის წინ ავარიის შედეგად 200 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდნენ ბლოკირებული. ინცინდენტის დროს მაღაროში 29 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 15 უკვე გადარჩენილია.

ოფიციალური მონაცემებით, ერთი მაღაროელი გარდაცვლილია. ადგილზე 400-ზე მეტი მაშველია მობილიზებული. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღის ამბები