08 ოქტომბერი 2024,   14:40
ვრცლად
ჰილარი კლინტონის მიმოწერის გასაჯაროებაზე ამერიკის დეპარტამენტი უარს აცხადებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობის დროს ჰილარი კლინტონის პირადი მიმოწერა სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავდა.

უწყების ცნობით, 22 ელექტრონულ წერილს "საიდუმლო" გრიფი ადევს და ისინი არ გამოქვეყნდება.

წერილები, გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების საიდუმლო პროგრამებს, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმებს შეეხება. რამდენიმე წერილის ადრესატი კი პრეზიდენტი ბარაკ ობამაა.

ექსპერტების ვარაუდით, სკანდალმა ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიაზე შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

დღის ამბები